00:09 - 14 Aug, 2026
|
2024-04-15 17:24:59, 778 ნახვა
რეგიონი
შუახევში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შუახევში, ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიებას შუახევის მერი ომარ ტაკიძე ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს დედაენის დღე მიულოცა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ომარ ტაკიძესთან ერთად, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)