16:08 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 13:25:11, 451 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია - საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის - გამოდით გარეთ!

საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის!- ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას.

ლომჯარია აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მოქალაქეებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ პარლამენტი ახლა განიხილავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის და რუსეთის მოკავშირედ ქცევის კანონპროექტს! საბედისწერო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის! გამოდით გარეთ!"- წერს ნინო ლომჯარია "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლები ამ წუთებში განიხლავენ. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics