|
2024-04-15 10:47:57, 410 ნახვა
პოლიტიკა
„არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
"არა რუსულ კანონს!” - ამ სახელწოდებით პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია იმართება. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეკრებილი არასამათავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეეები სხვადასხვა სფეროდან, აპროტესტებენ კანონპროექტს, რომლის განხილვაც ამ წუთებში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. ადგილზე სამართლადამცველები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)