|
2024-04-12 13:30:03, 701 ნახვა
რეგიონი
„დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
"დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სოფელ ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობისათვის აქცია ქვემო ჭალის სასოფლო ამბულატორიაში ჩატარდა. „შპს. ნიქოზის სამედიცინო ცენტრის მამომობილში ჯამში, 50 პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურება. აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, და კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. სამედიცინო აქცია მუნიციპალიტეტის 7 ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში გაიმართება“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)