|
2024-04-10 16:24:29, 427 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საგარეო მინისტრი - თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ამას საპასუხო რეაგირება მოჰყვება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ისრაელ კაცმა აღნიშნა, თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ამას საპასუხო რეაგირება მოჰყვება. „ირანი თავისი ტერიტორიიდან თუ დაგვესხმება თავს, ისრაელი უპასუხებს და დაარტყამს მას“, - წერს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის 2 გენერალი იყო. მომხდარს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის საკონსულოზე თავდასხმას ინანებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)