01:08 - 14 Aug, 2026
|
2024-04-10 10:24:31, 695 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამი მიულოცა
მუსლიმანური სამყარო რამადან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. მორწმუნეებს რამადან ბაირამი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ ჭვანისა და ნიგაზეულის მეჩეთებიდან მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებულ ლოცვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მუსლიმ მრევლს დღესასწაული ასევე მიულოცეს მერის მოადგილეებმა - მირიან აბაშიძემ, გურამ ზოიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
"სადღესასწაულო ლოცვა მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ მეჩეთში ჩატარდა. შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მორწმუნეებს ულოცავს რამადან ბაირამის დღესასწაულს!"- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)