|
2024-04-06 12:05:35, 652 ნახვა
რეგიონი
სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დალუქულია, ჯამში, 175 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლას დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს და ყველა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს“, - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ. ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)