|
2024-04-03 22:41:13, 589 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი პაპუაშვილზე - ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაციას წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული - სამარცხვინოა
ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაციას წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და "ქართული ოცნების" მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურება. კრამონის თქმით, როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, "რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა". "ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია giz_gmbh-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სამარცხვინოა!", - წერს კრამონი. ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)