01:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 12:53:36, 472 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე "მოქალაქეების" წევრი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს ხელახლა წარედგინება.

"იმ კანონის უკან შემოტრიალება ყველას შეურაცხყოფაა. ის კანონი არის რუსული",- თქვა ელისაშვილმა, რასაც უმრავლესობის მხრიდან პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, ტერმინი - "რუსული კანონი" არ გამოიყენონ.

ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ, პაპუაშვილმა ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დროისთვის განახლებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics