19:26 - 20 Aug, 2026
|
2024-04-02 19:21:45, 514 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმისას უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ
ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმისას უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ისრაელი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. „სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ჩვენმა ძალებმა უნებლიეთ დაარტყეს უდანაშაულო ხალხს ღაზის სექტორში. ასეთი რამ ხდება ომში. ჩვენ ბოლომდე შევამოწმებთ და კავშირზე ვიმყოფებით მთავრობებთან. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას საქველმოქმედო ორგანიზაციის „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)