|
2024-04-02 17:01:23, 753 ნახვა
რეგიონი
ქედაში, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან ტრენინგი გაიმართა
ქედაში, ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან ტრენინგი თემაზე: „აუტისტური სპექტრის გამოვლენა და ქცევის პოზიტიური მართვა" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბრიდან გამოაცხადა, რომლის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. "ტრენინგს მოწვეული ტრენერი მერი ჩიმაკაძე უძღვებოდა. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)