|
2024-04-02 16:39:23, 668 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საგაზაფხულო ტრენინგები დაიწყო
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, პირველ ეტაპზე, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები განთავსებისა და კვების ობიექტების მიმტანებს უტარდებათ. "მაგიდის სერვირება, სტუმრისთვის კერძებისა და სასმელების შეთავაზების სტანდარტები, შეკვეთის მიღების წესები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, სტუმრების მისალმება და მაგიდასთან მიპატიჟება მცირე ჩამოანათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც მიმტანები ტრენინგებისას გაეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო ტრენინგები ასევე ჩატარდება სომელიებისთვის, ბარისტებისთვის, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მოკლე ვადიანი თეორიულ-პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სპიკერების საჯარო ლექციებსა და სომელიების სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსსაც. საგაზაფხულო ტრენინგებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. ტრენინგების განრიგი დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა serviceajara.ge განთავსებული და მასზე რეგისტრაცია ონლაინაა შესაძლებელი",- აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)