02:27 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 15:16:29, 418 ნახვა

საზოგადოება
რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი მიმდინარე პროცესში ჩართვის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომსა და ჯინჭვისში საინფორმაციო შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები, რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები, დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვის საფუძველზე სარგებლის მიღებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები.

"ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და პროცესში ჩართული პირებისგან მიეღოთ კომპეტენტური პასუხები.

შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით ჩატარდა, მონაწილეობა ასევე მიიღეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია SABUKO-ს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ქსელის და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის Gopa colsulting წარმომადგენლებმა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics