03:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 10:59:48, 375 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ კამპანია - სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე

ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით და მასთან თანამშრომლობით "თიბისი" პირველი კომპანიაა, რომელმაც გადაამუშავა სარეკლამო ბანერები. გარემოზე ზრუნვის მიზნით, დაძველებულ სარეკლამო ბანერებს, ახალი ფუნქცია შესძინა და მათგან პრაქტიკული ნივთები - ლეპტოპი და ზურგჩანთები შექმნა.

"თიბისი", როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. სარეკლამო მასალების გადამუშავების ინიციატივაც მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"თიბისიმ", 2023 წელს რაგბის მსოფლიო თასს მასშტაბური მხარდასაჭერი კამპანია, „ერთად გავიმარჯვებთ“ მიუძღვნა, რომლის ფარგლებში ვიდეორგოლთან, რაგბის მატჩების საჯარო ჩვენებებთან და სხვა მრავალ აქტივობებთან ერთად შექმნა სარეკლამო ბანერების სერია. ახლა ისინი გადამუშავდა და ზურგჩანთებად გადაიქცა. პროექტის პარტნიორია კომპანია „ალმა“.

„ერთად გავიმარჯვებთ“ პირველი კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც სარეკლამო ბანერები გადამუშავდა. "თიბისი" გეგმავს, რომ გამოყენებული სარეკლამო ბანერებით, ახალი პროდუქციის შექმნა ტრადიციად აქციოს და მათგან ლამაზი და პრაქტიკული ნივთები შექმნას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics