|
2024-04-01 10:10:49, 1211 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებზე მთავარ ქალაქებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს
თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში, მთავარ ქალაქებში, მათ შორის სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ოპოზიციური პარტია "რესპუბლიკური სახალხო პარტია" ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, სტამბოლის მოქმედმა მერმა, "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ ხმების 50%-ზე მეტი მიიღი, რითაც უსწრებს მის მთავარ კონკურენტ მურათ ქურუმს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიიდან "სამართლიანობისა და განვითარების პარტია". ანკარაში მოქმედი მერი მანსურ იავასი 58,79%-ით ლიდერობს, ხოლო ტურგუტ ალტინოკს 33,27% აქვს. შეგახსენებთ, თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გუშინ, 31 მარტს ჩატარდა. ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომელთათვისაც 206 845 საარჩევნო უბანი მუშაობდა. არჩევნებში სულ 34 პოლიტიკური პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)