|
2024-03-31 10:02:41, 853 ნახვა
მსოფლიო
მახაჩკალასა და კასპიისკში შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი
მახაჩკალასა და კასპიისკში შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. - ამის შესახებ, სააგენტო „ინტერფაქსი“ დაღესტნის რესპუბლიკაში FSB-ის ოპერატიული შტაბ-ბინაზე დაყრდნობით იტყობინება. „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დილის 5:35 საათიდან კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღების შესახებ ლენინსკის, მახაჩკალას სოვეცკის ოლქების და ქალაქ კასპიისკის ადმინისტრაციულ საზღვრებში“, - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ. მისივე თქმით, კონტრტერორისტული ოპერაციის პერიოდში მითითებულ ტერიტორიაზე მთელი რიგი სპეციალური ღონისძიებები და დროებითი შეზღუდვები იმოქმედებს. სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti, ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტეტზე დაყრდნობით, იუწყება, რომ FSB-ის სპეცრაზმმა დაბლოკა ბოევიკები მახაჩკალასა და კასპიისკის რამდენიმე საცხოვრებელ რაიონში. მარტის დასაწყისში ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს, სადაც ბოევიკები ყარაბულაკის ერთ-ერთ კორპუსში დაკეტეს და, როგორც ითქვა, მოკლეს. მოგვიანებით, ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ისინი ISIS-ის „მიმდევრები“ იყვნენ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)