01:08 - 14 Aug, 2026
|
2024-03-28 12:31:45, 1335 ნახვა
რეგიონი
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაო მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გარდამავალი პროექტი, რომელიც 5 ქუჩის - ქართლის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და ბარათაშვილის ქუჩების მოასფალტებას ითვალისწინებდა, დასრულების პროცესშია. "გასულ წელს ქართლის, თბილისისა და აჭარის ქუჩები კეთილმოეწყო, ამჯერად კი, კახეთისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს "დინ გრუპი" აწარმოებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)