|
2024-03-27 19:22:58, 1089 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის საპარლამენტო კომისია, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გიტანას ნაუსედას ბრალდებას უყენებს
ლიეტუვის საპარლამენტო კომისია პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ბრალდებას უყენებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, საპარლამენტო კომისიამ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმატორზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია, თითქოს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა, დარიუს იაუნიშკისმა, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მონაცემებიდან გიტანას ნაუსედას გარემოცვისა და შტაბის წევრების, ასევე მის სპონსორებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეაგროვა და ეს პირადად ნაუსედას თხოვნით თუ მისგან წამოსული განკარგულების საფუძველზე მოხდა. თავად გიტანას ნაუსედამ აღნიშნული ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ კომისიის მრავალი დასკვნა იწვევს მასში ძალიან სერიოზულ ეჭვებს და მიაჩნია, რომ მიზანი დისკრედიტაციაა. „მე ვერავის მივცემდი დავალებას, რადგან რიგითი მოქალაქე ვიყავი, უმუშევარი გიტანას ნაუსედა, რომელმაც პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვიტა. შეეცადეთ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ქუჩიდან მისვლას და ასეთი დავალების მიცემას. პასუხი ძალიან მკაფიო იქნება“, - განაცხადა ნაუსედამ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)