|
2024-03-27 17:16:14, 1361 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია - იმედა ვასაძემ, გენადი ანანიძემ და რაულ სალაძემ სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ქედის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რაულ სალაძესთან ერთად სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პირველი მაისის ცენტრის და ბაგა-ბაღის წყალმომარაგების სათავე კვანძის მძიმე მაგისტრალური წყალსადენისა და სამარაგო რეზერუარის მოწყობა მიმდინარეობს. "პროექტის ფარგლებში მოეწყობა პოლიეთილენის მილები, წყალშემკრები ავზები და გამანაწილებელი ავზები. სახელშეკრულებო ღირებულება 162 049 ლარს შეადგენს. ასევე, მიმდინარე წელს სოფელ წონიარისში და ძენწმანში, სასმელი წყლის სათავე კვანძის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ავზის მშენებლობა განხორციელდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 684 099 ლარი დაიხარჯება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)