|
2024-03-27 17:07:38, 1167 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ - მედცენტრში გამართა და ვიზიტის ფარგლებში არსებულ სამედიცინო სერვისებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კლინიკა ჩართულია სამინისტროს შემდეგ პროგრამებში - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, სახსრების ენდოპროთეზირება, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები. მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს 2024 წლის პროგრამებზე და სიახლეებზე ისაუბრა. "სამინისტროს პროგრამების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან. მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დანერგა ახალი პროგრამები და განახორციელა მნიშვნელოვანი პროგრამული ცვლილებები, ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ამ შესაძლებლობების შესახებ, რომ სრულფასოვნად შეძლონ მკურნალობის პროცესის წარმართვა“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. 2024 წელს, სამინისტროს მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2023 წლის საწყის ბიუჯეტთან მიმართებაში - 18 020 000 ლარით გაიზარდა და 51 255 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს, 25 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, გაიზარდა თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და გაფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი. "დაიწყო ზოგიერთი აუტოიმუნური და მეტაბოლიზმის დარღვევებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა მაღალეფექტური მედიკამენტებით. სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 20-%-ით, ჯამში გათვალისწინებულია 15 700 000 ლარამდე. დაიწყო ინოვაციური დამხმარე ტექნოლოგიების და საკორექციო საშუალებების დაფინანსება. 15 000 ლარამდე გაიზარდა საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ოჯახების ფინანსური დახმარება. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული/მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურის დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს 5 000 ლარის ოდენობით. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრების ოჯახებს - თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)