|
2024-03-26 10:15:16, 734 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - პუტინისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრალდებები, მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ზელენსკი ამბობს, რომ „პუტინსთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა“. „დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ესაუბრა ტელევიზიით. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. სწორედ ის არის ტერორის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი დაზვერვის სამსახური. როცა ის წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა, სხვა არავისი“, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობს რუსული დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად. მან ასევე აღნიშნა, რომ "ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღების მიქცევა მათთვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ადამიანებს დახმარების თხოვნა ეუხერხულებათ, მათ უნდა მიაქციონ ყურადღება, მხარი დაუჭირონ და არ დატოვონ სირთულეებთან". შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, დაშავებულია 182 პირი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში 97 მოქალაქე რჩება.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)