|
2024-03-25 13:03:26, 892 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის ბრენდის ახალ სასტუმროს, ibis Styles Old Tbilisi Hotel აშენებს. სასტუმრო ძველ თბილისში, კოტე აფხაზის N39 -ში განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარია, "საქართველოს ბანკის" ფინანსური რესურსი კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი 3,347 კვ.მ-ზე სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს და ის 67 ნომერს, ორ საკონფერენციო ოთახს, ბარსა და ღია ტერასას გააერთიანებს. „"საქართველოს ბანკი" წლებია ბიზნესის გაძლიერებასა და განვითარებას უჭერს მხარს. კომპანია „კალა უბანთან“ "საქართველოს ბანკს" მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ერთად არაერთი მასშტაბური პროექტი განგვიხორციელებია, მათ შორის „ალფა სახლის“ რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი, თბილისის ისტორიულ ადგილას ibis Styles-ის ბრენდის სასტუმრო აშენდება. საერთაშორისო ბრენდების ქართულ ბაზარზე ყოფნა, სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდას. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, არ გაჩერდნენ და კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელონ“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)