|
2024-03-24 13:32:40, 912 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის შეიარაღებული ძალები - რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისას, ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა
გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისას, ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა,- უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. სარდლობის ცნობით, რაკეტა სოფელ ოსიერდოვთან, საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში გაჩერდა. "პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც გაუშვა რუსეთის ფედერაციის შორ მანძილზე მყოფმა ავიაციამ. დარტყმის სამიზნე იყო დასავლეთ უკრაინის ქალაქები. ამოქმედდა ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და იმყოფება მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, რათა უზრუნველყოს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება",- ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)