|
2024-03-24 11:59:16, 779 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისი - Crocus City Hall-ზე თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობაზე არავითარი მტკიცებულება არ არსებობს
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი Crocus City Hall-ზე თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ჰარისმა ABC News-ს განუცხადა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ თავდასხმის უკან უკრაინა დგას. "არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი "ისლამური სახელმწიფოა". რაც მოხდა, არის ტერორისტული აქტი და დაღუპულთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ამ ოჯახებს",- ამბობს ჰარისი. შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 130-ზე მეტი ადამიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები მომხდარის შემდეგ "უკრაინისკენ დაიძრნენ". აღსანიშნავია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)