|
2024-03-24 01:07:02, 865 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - არარაობა პუტინი, ერთი დღე ღამე ფიქრობდა როგორ დაეკავშირებინა ეს ყველაფერი უკრაინასთან
"არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ დაკავდეს საკუთარი, რუსეთის მოქალაქეებით და მიემართა მათთვის, ერთი დღე დუმდა და ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს ყველაფერი უკრაინასთან - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოეხმაურა, რუსეთის ოფიციალური პირების ბრალდებებს, თითქოს კროკუს სითი ჰოლში" ტერაქტის უკან უკრაინული მხარე დგას. ”მხოლოდ გუშინ მოხდა ეს ყველაფერი და ეს არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ დაკავდეს საკუთარი, რუსეთის მოქალაქეებით და მიემართა მათთვის, ერთი დღე დუმდა და ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს ყველაფერი უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია. ის ასიათასობით რუსი, რომლებიც ახლა უკრაინის მიწაზე იხოცებიან, ნამდვილად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად. და თუ რუსები მზად არიან ჩუმად მოკვდნენ „კროკუსებში“ და არ დაუსვან კითხვები თავიანთ დაზვერვის სამსახურებს, პუტინი კიდევ არა ერთ ასეთ სიტუაციის შექმნის თავისი ხელისუფლების ძალაუფლებისათვის. -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 22 მარტის საღამოს კროკუს სითიჰოლის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა. რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ავტომატური თოფებიდან. ტერაქტი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე იყო. სროლის დროს შენობაში შეიძლება 6200-მდე ადამიანი ყოფილიყო. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა, 140 დაშავდა. როგორც რია ნოვოსტი იუწყება მოსკოვის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, მათგან 32 ამბულატორიულ დახმარებას გადის, 3 კი გაწერეს.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)