|
2024-03-21 17:20:23, 1023 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის საჯარო პანელი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" ორგანიზებით, ასევე ბაზისბანკის, სხვა საფინანსო ორგანიზაციების და უმაღლესი სასწავლებლების ჩართულობითა და მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტმა ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საჯარო პანელს უმასპინძლა - "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი". ღონისძიებაზე, საჯარო პანელის სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს და ისაუბრეს კიბერსაფრთხეებზე, მათგან თავდაცვის გზებსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში კარიერის პერსპექტივებზე. მიმოიხილეს ფინანსური განათლების სხვადასხვა აქტუალური საკითხი. ბაზისბანკის კიბერუსაფრთხოების სისტემების ადმინისტრატორმა, გიორგი ყიფიანმა ღონისძიების სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითებზე, თუ რა არის კონფიდენციალური მონაცემები და როგორ შეუძლიათ კიბერთაღლითებს მათი მოპოვება; გააცნო თაღლითური შეტევების სქემები და რეალური ქეისები; როგორ დავიცვათ მონაცემთა კონფიდენციალურობა ინტერნეტში, უსაფრთხოების რჩევები სოციალურ მედიაში და მისი ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. ფულის გლობალური კვირეულის 2024 წლის კამპანია 18 მარტს დაიწყო და 24 მარტის ჩათვლით გრძელდება. საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა 2012 წლიდან, საქართველო კი - 2014 წლიდან აღნიშნავს. კვირეული, რომელიც "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე“ სლოგანით ხორციელდება, მიზნად ისახავს ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას. ბაზისბანკი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების მხარდაჭერისადმი მიძღვნილ აქტივობებში. სწორი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია როგორც მყარი ფინანსური ფუნდამენტის შესაქმნელად, ასევე ზოგადად ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)