11:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-21 14:54:21, 1023 ნახვა

რეგიონი
წელს პირველად აჭარა სალაშქრო ფესტივალს უმასპინძლებს

წელს, პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ფესტივალის ჩატარებას ზაფხულში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 4 დღის განმავლობაში, ფესტივალის მონაწილე მოლაშქრეები და მოგზაურები 45 კმ-ნ საფეხმავლო მარშრუტს „ჩირუხი-ხიხანი-შუამთის ტბები - ბეშუმი - გოდერძი - ალპური ბოტანიკური ბაღი“ დალაშქრავენ. 

"ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობებს, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალი სტარტს ჩირუხში აიღებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. მისი მიზანი ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაცია, მოლაშქრე-მოგზაურებისთვის კი აჭარის ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების გაცნობაა. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებისთვის რეგისტრაცია მაისში დაიწყება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics