10:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 14:35:22, 516 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ნაადრევი ქორწინების, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართულლებით

ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის, ნაადრევი ქორწინება, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები.  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

„ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შემაკავებელი ორდერის და რისკების შეფასების განახლებული ინსტრუმენტი ამოქმედდა, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მექანიზმი ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა, რაც აღნიშნულია რეკომენდაციების შესრულების დოკუმენტში.  ადამიანის უფლებების დეპარტამენტმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გასულ წელს არაერთი საინფორმაციო კამპანია თუ აქტივობა განახორციელა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics