11:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-20 11:13:33, 447 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს ლატვიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

საქართველოში ვიზიტით, ლატვიის პარლამენტის (საეიმას) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლატვიის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.

„გრიგოლ გიორგაძემ  ლატვიის მხარეს  თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე  გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მრავალწლიანი პარტნიორობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც ლატვიელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics