|
2024-03-19 16:25:22, 1177 ნახვა
რეგიონი
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
შუახევში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიის ცნობით, მორიგი შეხვედრა ბარათაულისა და ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომელსაც შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ომარ ტაკიძის განცხადებით პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად ფანჩატურის, გარე განათებისა და შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა, წისქვილების, სანიაღვრე და სარწყავი არხის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის აუზის მოწესრიგება დაასახელა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)