02:00 - 14 Aug, 2026
|
2024-03-19 14:04:37, 1154 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტიდან 8 ახალგაზრდა ძიუდოისტი გერმანიაში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას
კასპის მუნიციპალიტეტის 8 ახალგაზრდა წარმატებული ძიუდოისტი გერმანიის ქალაქ ბრემენში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ძიუდოისტებს გამგზავრებამდე მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი შეხვდნენ. "ახალგაზრდები ბრემენის ტურნირში ქალაქის ძიუდოს კლუბის პრეზიდენტის სპეციალური მიწვევით მიემგზავრებიან, რომელშიც 20 ქვეყნის 800 მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას. ვახტანგ მაისურაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა ახალგაზრდებს და მწვრთნელს იოსებ მამულაშვილს ტურნირში წარმატებები უსურვეს და მომავალ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაში მხარდაჭერაც აღუთქვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)