|
2024-03-14 17:09:52, 943 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - კაპიტალის ბაზრის რეფორმა შემდგომ მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზრის სასესხო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა და 2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც იმ თანმიმდევრული პოლიტიკის და ბაზართან მუშაობის შედეგია. „ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით სამინისტრო და სხვა ჩართული უწყებები ბოლო 5 წლის მანძილზე აქტიურად საქმიანობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ აქამდე სამინისტროსთვის კაპიტალის ბაზრის განვითარების დღის წესრიგში პრიორიტეტული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და განახლება იყო, წელს რეფორმა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ისეთ ინტერვენციებში გამოიხატება, რომლებიც ბაზრის მეტ პრაქტიკულ სტიმულირებას და ხელშეწყობას მოახდენს. ასეთ ინიციატივებს განეკუთვნება, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაგეგმილი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მსგავსიც 2023 წელს EBღD-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით საპილოტე რეჟიმში განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც 600 მილიონ ლარზე მეტი სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვება მოხდა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს დაგეგმილია სახელმწიფოს მხრიდან ზრდაზე ორიენტირებული მცირე და საშუალო კომპანიების კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდში მონაწილეობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად“,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)