02:00 - 14 Aug, 2026
|
2024-03-13 09:44:09, 971 ნახვა
რეგიონი
სოფელ მეტეხში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, ე.წ. გეჯაანთ უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. "913 გრძივი მეტრი გზის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს ელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა რკ/ ბეტონის კიუეტები ცხაურის ღარებით, გზის მიერთებები და ეზოში შესასვლელები. კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მოსახლეობის კომფორტულ და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)