|
2024-03-12 15:50:14, 1102 ნახვა
რეგიონი
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
შუახევში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. შუახევის მერიიც ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში გაიმართება, რომლის ბიუჯეტი 628 000 ლარია. პროგრამა ხელს უწყობს, როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
"დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართულ შეხვედრებს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. შეხვედრებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების, წისქვილის, სანიაღვრე არხისა და შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა დაასახელეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 მარტამდე გაგრძელდება. შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და უახლოეს პერიოდში დაიწყება განხორციელება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)