|
2024-03-12 14:43:47, 986 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ორგანიზაცია ერევნის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხებს
სომხეთი დატოვებს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას" (ОДКБ), თუ ორგანიზაცია ერევნის მიერ დასმულ კითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით არ უპასუხებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სომხეთმა მიიღო გარანტიები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან", რომ მზადაა, აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია. „ახლა ჩვენ ვითხოვთ, ველით და მოვითხოვთ, რომ ჩვენი პატივცემული ОДКБ-ს პარტნიორებმა უპასუხონ კითხვას: რა არის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)