16:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 16:22:45, 1136 ნახვა

სამართალი
სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“, „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "კანონიერ ქურდობაში", "ქურდული სამყაროს" წევრობასა და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდის" დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, "ქურდული სამყაროს" წევრებმა თბილისში "ქურდული გარჩევა" მოაწყვეს, სადაც ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს.

"პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223'-ე მუხლის მეორე ნაწილით ("კანონიერი ქურდობა"), ხოლო ცხრა პირს - სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარუდგინა.  

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით, "ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულ 3 პირს - 8 წლით, ხოლო 5 პირს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

რაც შეეხება "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე კიდევ ერთ ბრალდებულს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახით 3 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან მიმართებაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე  დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics