10:54 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-07 14:54:30, 1080 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ მიცოტაკისის ვიზიტის დროს ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია

უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ოდესაზე თავდასხმა რუსეთის "მშიშარა ტაქტიკის" კიდევ ერთი მაგალითია.

"თავდასხმა ოდესაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში მას წარმატებას ვერ ექნება. და ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენგან სოლიდარობას", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, როდესაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოდესაში იმყოფებოდა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics