|
2024-03-06 11:22:00, 1360 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მიმდინარე წელს ორი ახალი სპორტული მოედნის აშენება და ოთხის რეაბილიტაცია განხორციელდება. "პროექტის ფარგლებში, დაბა ქედაში, თ. სახოკიას ქუჩაზე და სოფელ ცხემნაში ახალი, მრავალფუნქციური თანამედროვე ტიპის მინი-სპორტული მოედანი აშენდება და ბავშთა გასართობი ატრაქციონით, დასასვენებელი სივრცეებით და ლამპიონებით სკვერი მოეწყობა; ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლების - ცხმორისის, დანდალოს, ზესოფლის და კოლოტაურის მინი სპორტულ მოედნებს. სოფელ ცხმორისში სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოებს მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 059 769 ლარია გამოყოფილი",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)