02:48 - 14 Aug, 2026
|
2024-03-01 13:47:50, 1430 ნახვა
რეგიონი
სოფელ დანდალოს რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა
ქედაში, სოფელ დანდალოს რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საბავშვო ბაღში მოეწყო კომფორტული სასწავლო-სააღმზრდელო სივრცე, სამზარეულო, პატარებისთვის გასართობი დარბაზი, გათბობის სისტემა, ასევე ბაღი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. "სასწავლო პროცესის განახლება აღსაზრდელებს, პედაგოგებს და მშობლებს მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, მაჟორიტარ ოთარ ხარაძესთან და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ანზორ გოგიაშვილთან ერთად ადგილზე მიულოცა. დღეის მდგომარეობით, დანდალოს სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში 25 აღსაზრდელი ირიცხება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)