|
2024-03-01 10:44:54, 1726 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა ვარაუდობს, რომ დახმარების გარეშე რუსულმა საოკუპაციო არმიამ შესაძლოა თავდაცვითი ზღუდე ზაფხულისთვის გაარღვიოს
უკრაინის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ რუსეთის არმიას შეუძლია ზაფხულისთვის გაარღვიოს მისი თავდაცვა, თუ დასავლელი მოკავშირეები არ გაზრდიან საბრძოლო მასალის მიწოდებას. ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ომის ბოლო თვეებში ავდიივკასა და რამდენიმე სოფლის დაკარგვა საგანგაშო სიგნალად იქცევა უკრაინის მოკავშირეებისთვის, აღნიშნავს სააგენტო ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. რამდენადაც რუსული ჯარები იპყრობენ ინიციატივას ფრონტის ხაზზე, კიევისა და მისი მოკავშირეების პესიმიზმი იზრდება. უკრაინული დაზვერვაზე დაყრდნობით, ბლუმბერგი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ელოდება უკრაინის დიდი ქალაქების აღებას, მათ შორისაა ოდესასა და კიევი. თუ ოდესა ოკუპირებული იქნება, რუსეთი დნესტრისპირეთში წვდომას მიიღებს, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს შეწყვეტს. არაღიარებული მოლდოვის რესპუბლიკის დეპუტატებმა დახმარებისთვის უკვე მიმართეს რუსეთს მოლდოვის მხრიდან „ეკონომიკური ბლოკადის“ გამო. თებერვალში უკრაინის ჯარებმა უკან დაიხიეს განადგურებული ქალაქ ავდიივკადან თვეების ინტენსიური ბრძოლების შემდეგ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)