|
2024-02-29 23:37:40, 900 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ძალიან ადრეა თქმა, შედგება თუ არა შეთანხმება მძევლების გათავისუფლებაზე - ჩვენ მძევალებს დავიბრუნებთ, ჩარჩოებით ან მის გარეშე
ძალიან ადრეა იმის თქმა, შედგება თუ არა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, მან უზრუნველყო ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების „მოქმედების თავისუფლება“, რაც სახელმწიფოს ისტორიაში „უპრეცედენტოა“ „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ დავემორჩილებით „ჰამასის“ მოთხოვნებს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავიბრუნოთ ყველა მძევალი, ჩარჩოებით ან მის გარეშე“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. მომხდარის შემდეგ, "ჰამასში" განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული დახმარებისას მომხდარის გამო, შესაძლოა, ისრაელთან მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტონ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)