19:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 19:32:10, 1524 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების ორი გამშვები პუნქტი გაანადგურა

ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ორი გამშვები პუნქტი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის ოლქის ადმინისტრაციიის ცნობით, განადგურებული გამშვები პუნქტებიდან ერთი სამხედრო მომარაგების იყო, მეორე კი, რუსების რადიო-ელექტრონული სადაზვერვო სამანევრო ჯგუფის.

"გასულ დღეს მივიღეთ დადასტურება, რომ მარცხენა სანაპიროზე მტერმა დაკარგა: 49 ოკუპანტი, 2 ცეცხლსასროლი ყუმბარმტყორცნი, 2 იარაღი, 1 ნაღმმტყორცნი, 1 ნავი, 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი: 2 "სუპერკამერის" ტიპის და 1- "ზალა", 3 ერთეული სხვა ტექნიკა, მათ შორის მოტოციკლი და ექსკავატორი", - ნათქვამია ხერსონის ოლქის ადმინისტრაციაში განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics