|
2024-02-27 14:53:01, 684 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ უნგრეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა მარია შიკოს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს და ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. უწყების ცნობითვე, თბილისის მერმა უნგრელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული თვალსაჩინო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. „მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობებს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ბოლო წლებში ეს ურთიერთობები განსაკუთრებით გაღრმავდა, რასაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1992 წლიდან იწყება და მეტი რესურსი, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. პირადად მეც მზად ვარ ამ პროცესში წვლილის შეტანისთვის. თბილ და მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ვიზიტები ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა კალაძემ. უნგრელმა დიპლომატმა მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. ანა მარია შიკომ ქვეყნებს შორის მტკიცე თანამშრომლობის პარალელურად, დედაქალაქებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურის სფეროში, გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. ქართველი და უნგრელი ხალხების კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, ელჩმა თბილისში უნგრეთის დღეების ჩატარების სურვილი გამოთქვა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა უნგრელ დიპლომატს დახმარება და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)