17:33 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 12:13:37, 1030 ნახვა

სამართალი
შსს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა.

სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.

ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics