|
2024-02-26 23:17:57, 934 ნახვა
მსოფლიო
ორბანი ნავალნიზე - ვინც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველებს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ
ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს, რომელიც ოპოზიციამ 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატოში მიღების რატიფიცირებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე მოითხოვეს, უნგრეთის პარლამენტში მმართველი პარტია „ფიდესის“ წევრები ფეხზე არ წამოდგნენ. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ „ვინც ქართველებს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ“. „შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში პატივისცემას არ იმსახურებენ. მათ, ვინც ქართველებს რუსეთ-საქართველოს ომი დროს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ. მშვიდად განისვენოს“, - განაცხადა ორბანმა. შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა. რეგიონული სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი იყო. მოგვიანებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის ნაჩვენებ სიკვდილის შესახებ სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ სიკვდილის მიზეზები ბუნებრივი იყო. ნავალნის ცხედარი 24 თებერვალს, მის დედას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად €100 000-ს ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)