|
2024-02-26 16:40:21, 1493 ნახვა
რეგიონი
მერია - საბჭოთა ოკუპაციის 103-ე წელთან დაკავშირებით, კასპში ღონისძიებები გაიმართა
საბჭოთა ოკუპაციის 103-ე წელთან დაკავშირებით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, სოფელი სასირეთში გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმისა და ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ერთობლივი თემატური ღონისძიება - „1921 წლის 25 თებერვალი - დღე რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს“ გაიმართა. „კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახლად რეაბილიტირებულ საგამოფენო დარბაზში - ფოტოგამოფენა „კასპელები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში“ გაიმართა. კასპში, ოკუპაციის თემატიკის ამსახველი გამოფენები გაიმართა ცენტრალურ და საქალაქო ბიბლიოთეკებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)