|
2024-02-26 14:10:08, 799 ნახვა
მსოფლიო
პალესტინის პრემიერ-მინისტრი გადადგა
პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ გადადგომის თაობაზე განაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. შტაიეს განცხადებით, გადადგომასთან დაკავშირებით პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს გასულ სამშაბათს აცნობა, დღეს კი გადაწყვეტილებას წერილობით გააცნობს. "მინდა ვაცნობო პატივცემულ საბჭოს და ჩვენს დიდებულ ხალხს, რომ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწვეტილება ბატონ პრეზიდენტს (მაჰმუდ აბასს) გასულ სამშაბათს გავაცანი, დღეს კი წერილობით წარვადგენ. გადადგომის გადაწყვეტილება მოვიდა დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმში უპრეცედენტო ესკალაციის ფონზე და ომის, გენოციდისა და შიმშილის ფონზე ღაზას სექტორში. მე ვხედავ, რომ შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას, რომელიც ითვალისწინებს ახალ რეალობას ღაზაში და პალესტინის კონსენსუსის აუცილებლობას, რომელიც ეფუძნება პალესტინის ერთიანობას და ძალაუფლების ერთიანობის გაფართოებას პალესტინის მიწაზე", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, რომლის კომენტარსაც Aljazeera ავრცელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)