|
2024-02-24 11:49:36, 1461 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ინდოეთში მიმდინარეობს
წელს, პირველად აჭარის ტურისტული შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე Satte 2024 ეცნობიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ანხორციელებს. გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს "დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ინდოეთის ტურიზმის გაერთიანებულ მდივანთან შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ინდოეთისთვის საქართველო ახალი ტურისტული მიმართულებაა. გასულ წელს, პირველად ამოქმედდა პირდაპირი რეისები ნიუ დელი-თბილისის მიმართულებით. ინტერესი საქართველოს ტურისტული მიმართულების მიმართ მაღალია. გამოფენაზე 50 ქვეყნის 1 500-ზე მეტი ტურისტული კომპანია, სახელმწიფო ორგანიზაცია და ტურისტული ბიზნესია წარმოდგენილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)