04:24 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 11:10:39, 951 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი სერგეი ლავროვს შეხვდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ორმხრივ საკითხებზე, "დიდი ოცეულის" შეხვედრასა და გლობალურ პრობლემებზე ისაუბრეს.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაზილიიზ პრეზიდენტი მიიწვია რუსეთში, BRICS-ის სამიტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ბრაზილიის მუდმივი ადგილისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოში“, - აღნიშნულია ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტმა სერგეი ლავროვს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ლავროვმა ისაუბრა რუსეთის პოზიციების შესახებ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ლულამ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ბრაზილია მზად არის, ითანამშრომლოს მშვიდობის დამყარების მცდელობების საკითხზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics