04:22 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 00:04:21, 1033 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი იულია და დარია ნავალნებს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იულია და დარია ნავალნის შეხვდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე განაცხადა.

„დღეს მე შევხვდი იულია და დაშა ნავალნის - ალექსეი ნავალნის ოჯახს - სამძიმარი გამოვთქი ალექსეის  ტრაგიკული დაღუპვის გამო. მისი გამბედაობის მემკვიდრეობა იცოცხლებს იულიასა და დაშაში, ისევე როგორც უამრავ ადამიანში მთელ რუსეთში, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის“, - წერს ის.
იულია ნავალნაია შეერთებულ შტატებში ქალიშვილის მოსანახულებლად 21 თებერვალს ჩავიდა.

მანამდე ნავალნის დედამ, ლუდმილამ თქვა, რომ სალეხარდში უსაფრთხოების ძალებმა აჩვენეს შვილის ცხედარი, მაგრამ არ მისცეს, დაემუქრნენ და მოითხოვეს, რომ დათანხმებულიყო ფარულ დაკრძალვაზე. ალექსეი ნავალნის დედამ დაასახელა გამომძიებელი, რომელიც დაემუქრა მას, აიძულა იგი დათანხმებულიყო ალექსეი ნავალნის ფარულ დაკრძალვაზე. მისი თქმით, ეს არის გამომძიებელი ვარაპაევი. Insider-მა მისი ბიოგრაფიის დეტალები შეიტყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics